ბათუმის კულტურის ცენტრი

ჩვენ შესახებ

- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ქ. ბათუმის კულტურის ცენტრი შეიქმნა 2008 წელს "ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონებისა და ქ. ბათუმის მერიის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

- კულტურის ცენტრი ანგარიშვალდებულია ქ. ბათუმის მერიის წინაშე
- ცენტრის ძირითადი ამოცანაა ქართული ხალხური ფოლკლორის, სასულე და კამერული მუსიკის, ესტრადის პოპულარიზაცია. ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია მოსახლეობის ფართო ფენების კულტურული მომსახურება. ამ მიზნით 2007 წლიდან სხვადასხვა წლებში კულტურის ცენტრს შემოუერთდნენ ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბათუმი", ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, ქალთა კამერული გუნდი, როკ–ანსამბლი „ბეთლემი“. შეიქმნა ახალი შემოქმდებითი კოლექტივები – სასულე ორკესტრი, ჯაზ ბიგ-ბენდი და კამერული ანსამბლი. უკანასკნელ წლებში კულტურის ცენტრიდან გავიდა ორი კოლექტივი(როკ–ანსამბლი „ბეთლემი“ და კამერული ანსამბლი) და სტრუქტურას დაემატა როკ–ჯგუფი “Geo Planet”.

კულტურის ცენტრს შეუერთდა ბათუმში მოქმედი სათვისტომოები, რომელმაც "მეგობრობის სახლის" სტატუსი შეიძინა. დაარსებიდან დღემდე ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები აქტიურად მონაწილეობენ ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, იმართება კონცერტები, შეხვედრები, გამოფენები, გასტროლები.

- საიტის საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია ქ ბათუმში კულტურის ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ, მიმდინარე კულტურულ პროგრამებზე, ფოტო-სესიებზე, გასტროლებზე, საერთაშორისო კულტურულ კონტაქტებზე და ა. შ.

    ღონისძიებები

    კოლექტივები