ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

"ბათუმობა"

  1 სექ.  12:00  -  2 სექ.  20:30
2014
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

„ბათუმობა“ 2014 - პროგრამა

 

1 სექტემბერს მემედ აბაშიძის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც  12:10 სთ-დან დაიწყება: 

  • ბათუმში „სოციალური სახლების“  პროექტების გამოფენა;
  • გამოფენა „ბათუმი და კინო“ კონოთეატრ „აპოლოსთან“;
  • პოეტების პერფორმანსი ყოფილი თითების თეატრის შენობასთან;
  • ბათუმელი ფოტოხელოვანის  გიზო ჩიგოგიძის გამოფენა;
  • კომპანია „ხარებას“ღვინის დეგუსტაცია; (აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთა);
  • ქემალ თურმანიძის ნამუშევრების გამოფენა (აბაშიძის ძეგლის მიმდებარედ);
  • შოთა გუჯაბიძის ნამუშევრების ფოტო-გამოფენა; (აბაშიძის ძეგლის მოპირდაპირე მხარე);
  • ცნობილი ქართველი შემსრულებლების კონცერტი ევროპის მოედანზე (დღის განმავლობაში);
  • გამოფენა-გაყიდვა:  ლუდი, ნაყინი, წვენები, ბათუმური ყავა ქვიშაზე; (ბარათაშვილის ქუჩის მხარეს);
  • „ბათუმის აკადემიის“  საპატიო წევრის კურთხევის რიტუალი; (ე.წ.„სტეკლიაშკასთან“);
  • ქუჩის მოძრავი თეატრის პერფომანსი.  („პროკრედიტ  ბანკის“ მიმდებარედ);
  • სტუდია „იალონის“ რეტრო გამოფენა, ფოტოების ადგილზე გადაღებით და წამიერი გამჟღავნებით(„პროკრედიტ  ბანკის“ მოპირდაპირე მხარეს);
  • თოჯინების თეატრის პერფომანსი (თოჯინების თეატრის შენობასთან);
  • ბათუმელი და რიგელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა  (საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში);
  • ბათუმზე გამოცემული წიგნების რეტროსპექტივა და „მოხეტიალე წიგნების“ შეგროვება (საჯარო ბიბლიოთეკის შენობის კიბეზე);
  • სტუდია „ლიმპოპოს“ კონცერტი (ვაჟა- ფშაველასა და აბაშიძის კვეთა);
  • ხელნაკეთი ნივთების გამოფენა (აბაშიძის ქუჩა);
  • სხვადასხვა ასორტიმენტის ყავის დაგემოვნება ყავის სახლთან;
  • აჭარის რადიოსთან - ძველი და ახალი თაობის ჟურნალისტების შეხვედრა -„ოქროს ფონდის ჩანაწერები“;
  • ახალგამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა (წიგნების მაღაზიასთან);
  • კომპანია „ჯეპრას“ პროდუქციის გამოფენა (6 მაისის პარკის შესასვლელთან).
  • 21:00 სთ - საპატიო ბათუმელების დაჯილდოების ცერემონიალისადმი მიძღვნილი კონცერტი-საზაფხულო თეატრში.

 

2  სექტემბერი

 

  • 18:00-19:00 სთ -  წიგნის „ბათუმი კინოში“ პრეზენტაცია, ანზორ თალაკვაძის ფილმის ჩვენება  კინოთეატრ  “აპოლოში“;
  • სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში (მძლეოსნობა, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქართული საბრძოლო ხელოვნება, თევზჭერა, მინი ფეხბურთი);
  • 12:00 სთ - მკლავჭიდი - სასტუმრო „ინტურისტის“ წინ კოლონადებთან;
  • 12:00 სთ - მძლეოსნობა -  სასტუმრო „ შერატონიდან “ ანბანის კოშკამდე;
  • 12:00 სთ - მაგიდის ჩოგბურთი- საჭადრაკო კლუბ „ნონას“ უკან განლაგებულ საჩოგბურთო მაგიდებზე;
  • 11:00- 15:00 სთ - თევზჭერა- 6 მაისის პარკი;
  • 12:00 სთ - მინი ფეხბურთი - ბულვარი, კორტების წინ ხელოვნურსაფარიანი მოედანი,
  • ქართული საბრძოლო ხელოვნება -  ბულვარის ტერიტორიაზე.
  • 20:30 სთ - კონცერტი ევროპის მოედანზე  ბათუმში მოღვაწე როკ-ჯგუფების მონაწილეობით.

 

    ღონისძიებები

    კოლექტივები