ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ორმოცი წელი სცენაზე

ორმოცი წელი სცენაზე
  15 მაისი  18:00
2017
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

15 მაისს საზაფხულო თეატრის სცენაზე ქორეოგრაფიული ანსამბლის რეპეტიციის დროს კულისებში უჩვეულო ფაცა-ფუცი იყო. ყველანი ელოდებოდნენ შესვენებას, რათა იმპროვიზებულად მიელოცათ ანსამბლის მუსიკოსის გურამ ვარშანიძისათვის დაბადების 60 წლისთავი. ანსამბლის მოცეკვავეებს შეუერთდა კულტურის ცენტრის ადმინისტრაციული პერსონალი. ცენტრის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა იუბილარს საზეიმოდ გადასცა მისალოცი ადრესი, აჭახუნდა შამპანიურის ჭიქები, მილოცვები, სურვილები... ეს ყველაფერი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რადგან ანსამბლი მორიგი საგასტროლო ტურნესათვის ემზადება და ის ხუთი წუთიც ენანებოდა. "პროფესიონალი, დისციპლინირებული, კარგი ადამიანი'-მოკლედ დაგვიხასიათა გურამის პიროვნება ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეიმურაზ ბოლქვაძემ. ჩვენ კი ყველამ ვიცით, რომ გურამ ვარშანიძე იმ ერთეულ ხელოვანთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც მთელ თავის შემოქმედებით საქმიანობას კულისებში ატარებენ და იქედან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აფრქვევენ არაჩვეულებრივ ქართულ მელოდიებს. გურამ ვარშანიძე 40 წელი თავის საყვარელ საქმიანობას ემსახურება, მათ შორის 20 წელი ქორეოგრაფიულ ანსაბლში გაატარა. ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება.ასეთი მუსიკოსები ერტეულები და თითზე ჩამოსათვლელი არიან, მუსიკოსები, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციას უძღვნეს.

გილოცავთ, ბატონო გურამ!

    ღონისძიებები

    კოლექტივები