ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

გასტროლი უკრაინაში

გასტროლი უკრაინაში
  18 მაისი  20:00  -  27 მაისი  22:00
2017
  სხვადასხვა ლოკაცია
  დასწრება თავისუფალია
×

18–დან 28 მაისის ჩათვლით უკრაინაში ქართული დიასპორის ორგანიზებით კონცერტები გაიმართა ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა. ამ გასვლით კონცერტებს მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა. იგი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს. აგრეთვე ეს იყო პირველი კომერციული კონცერტების ტურნე უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში – პოლტავა, ჩერკასი, დნეპრო და სხვა. პირველი კონცერტი გაიმართა ბათუმტან დამეგობრებულ ქალაქ ვინიცაში.

დასკვნით კონცერტზე კიევში ვირსკის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთან ერტად მაყურებელს წარუდგინეს ორგანყოფილებიანი შოუ პროგრამა და დასკვნითი ნაწილში ერთობლივი საკონცერტო ნომერი, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რასაც მეტყველებდა მაყურებლის მიერ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული არაერთი ვიდეო ჩანაწერი.

აღნიშნული მცირე გასტროლით ქორეოგრაფიული ანსამბლი გარდა სახელოვნებო წრეებისა გაიცნო უკრაინელმა მაყურებელმა და შეიყვარა. კონცერტების წარმატებას ხელი შეუწყო ბრწყინვალე საკონცერტო კომპოზიციებმა, არაჩვეულებრივი გემოვნებით შეკერილმა სასცენო კოსტიუმებმა, სოლისტების მიერ ვირტუოზულად შესრულებულმა ცეკვებმა. ანსამბლმა უკვე მოიპოვა თავისი ნიშა უკრაინაში ქართული ცეკვის მოყვარულტა საზოგადოებაში და ეს დიდი გამარჯვებაა.

გამოხმაურება უკრაინულ მედიაში:

    ღონისძიებები

    კოლექტივები