ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

გ ა ს ტ რ ო ლ ი "თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალზე"

გ ა ს ტ რ ო ლ ი
  26 აპრ.  19:00  -  27 აპრ.  19:00
2017
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, 20 აპრილს თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში ქართული და უცხოეთიდან მოწვეული 19 საგუნდო კოლექტივი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი 27 აპრილამდე გაგრძელდება. მისი მიზანია, ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის. ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია დიდი წარმატებით ტარდება, მან ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული აკადემიური და ბავშვთა გუნდები. ასევე, პროფესიული გუნდები უცხოეთიდან: ახალგაზრდული კამერული გუნდი „რაფსოდია“ მოლდავეთიდან და ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდი. „თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალის“ საზეიმო დახურვა გაიმართება 27აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შესრულდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის – ოთარ თაქთაქიშვილის ორატორია „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ სოლისტების, შერეული გუნდის, ვაჟთა ოქტეტისა და ორკესტრისათვის. ფესტივალის ფარგლებში ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 26 აპრილს 19 საათზე სოლო კონცერტი (კონსერვატორიის დიდი დარბაზი) 27 აპრილი 19 საათზე გალა კონცერტი (კონსერვატორიის დიდი დარბაზი)
    ღონისძიებები

    კოლექტივები