ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი გერმანიაში

ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი გერმანიაში
  10 ივნ.  14:00  -  20 ივნ.  23:00
2017
  გერმანია; პოტსდამი, ბერლინი
  დასწრება თავისუფალია
×

10–დან 20 ივნისის ჩათვლით პოტსდამში(გერმანია) ტარდება ფესტივალ–კონკურსი „მეგობრობის ხიდი“, რომელის ინიციატორია გერმანურ–უკრაინული და ქართული საზოგადოება. პირველად ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი დაარსების ისტორიაში ბენდი მონაწილეობას მიიღებს ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში. ამას წინ უძღვოდა შესარჩევი მასალების გაგზავნა, რის საფუძველზეც ბენდი მიწვეულ იქნა ფესტივალზე. პირველი საფესტივალო შერეული კონცერტი 17 ივნისს გაიმართება პოტსამში, 18 ივნისს კი პოტსდამის ცნობილ კულტურის ცენტრში შედგება ბენდის საკონკურსო პროგრამის მოსმენა. 19 ივნისს დაგეგმილია ბენდის სოლო კონცერტი ბერლინში.

ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი 18 მუსიკოსის შემადგენლობით პირველად წარსდგება მომთხოვნი და პროფესიონალი მსმენელის წინაშე. ბენდის რეპერტუარშია პოპულარული ჯაზური მუსიკის შედევრები. გერშვინის, ქვინსი–ჯონსის, ოსკარ პიტერსონის, დიუკ ელინგტონის და სხვა კომპოზიციები, ტიპიური ჯაზური სტანდარტის შესაბამისი ნაწარმოებები და ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელის ვახტანგ გორდაძის კომპოზიციები.


ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდის დიდი წარმატება

    ღონისძიებები

    კოლექტივები