ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ვარსკვლავის გახსნა

ვარსკვლავის გახსნა
  2 სექ.  12:00
2017
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

წლევანდელი სახალხო დღესასწაული "ბათუმობა-2017" მრავალფეროვანი პროგრამით-გასართობებით, კონცერტებით ,აღლუმით, გამოფენებით და ფერადოვნებით გამოირჩეოდა. იგი გამსჭვალული იყო კეთილგანწყობით, გადამდები სასიხარულო განცდებით.

ამ შესანიშნავ სადღესასწაულ კალეიდოსკოპში განსაკუთრებულად ამაღელვებელი, დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანებისადმი გამოხატული პატივისცემა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ქალაქისათვის. მათ შორისაა ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელსაც დაარსების 25 წელი შეუსრულდა . ამ თარიღის აღსანიშნავად ბათუმის საზაფხულო თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა "ვარსკლავი" , როგორც დასტური ანსამბლის ვარსკვლავივით მოკიაფე შემოქმედებითი საქმიანობისა. ბათუმელების და მისი სტუმრების, მთავრობისა ,ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელების წინაშე ანსამბლმა ბრწყინვალე სანახაობა წარმოადგინა.

ქ. ბათუმის მონიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1112 ბრძანებით აქტიური და წარმატებული საქმიანობისათვის ქ. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა "ხელოვნების დარგში დამსახურებული მოღვაწის" წოდებით დააჯილდოვა: შალვა გოგუაძე, ნუგზარ მიქაძე, მირანდა ბაღდადიშვილი, გაიოზ (რამაზ) სარჯველაძე, ქეთევან ბოლქვაძე , დავით გორგილაძე, ანზორ კახიძე, ედიშერ მჟავია, დავით ზაქარაძე , ნინო ტუღუში და ხათუნა დევაძე. ეს ჯილდო ყველას თანაბრად ეკუთვნის, რადგან ორ ათეულ წელზე მეტია ანსამბლი ღირესულად იცავს იმ დანატოვარს, რომელიც დიდმა ხელოვანმა ენვერ ხაბაძემ შექმნა.

2 სექტემბერი ოქროს ასოებით ჩაიწერება ანსამბლის შემოქმედებით ისტორიაში. გილოცავთ! თქვენ ჭეშმარიტად ვარსკლავური ანსამბლი ხართ!

    ღონისძიებები

    კოლექტივები