ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

გ ა ს ტ რ ო ლ ი "თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალზე"

გ ა ს ტ რ ო ლ ი
  25 აპრ.  19:00
2018
  თბილისი, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი
  დასწრება თავისუფალია
×

„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წელს დაფუძნდა.

ფესტივალი უკვე მერვე წელია, დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია; შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.

წელს ფესტივალი 28 პროფესიულ გუნდს უმასპინძლებს.

უცხოეთის გუნდებთან ერთად, ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული პროფესიული და ბავშვთა გუნდები. იმდენად დიდია უცხოეთის გუნდების დაინტერესება და ფესტივალში მონაწილეობის სურვილი, რომ წელს შვიდი პროფესიული გუნდი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან:

  • ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი “Le Choeur Voyageur”
  • კაუნასის გუნდი “Kamertonas”
  • ტალინის წმიდა კარლის ეკლესიის კამერული გუნდი „კანორუსი“
  • ფილიპინელთა ვოკალური ანსამბლი დუბაიდან
  • სოპოტის კამერული გუნდი “Continuo”
  • კამერული გუნდი “Cantamus Berlin”
  • Little Singers of Armenia
    ღონისძიებები

    კოლექტივები