ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

გასტროლი ფესტივალზე "XXVI Latvian Song and Dance Festival 2018"

გასტროლი ფესტივალზე
  30 ივნ.  12:00  -  9 ივლ.  16:00
2018
  ლატვია, რიგა
  დასწრება თავისუფალია
×

ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი მიმდინარე წლის 30 ივნისიდან 9 ივლისის ჩათლით ქ.რიგაში(ლატვია) „XXVI latvian song and the XVI dance 2018“ საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალზე მიემგზავრება. ფესტივალს საიუბილეო თარიღი აქვს მას წელს 100 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 40 000–მდე პროფესიონალი საგუნდო მუსიკის კოლექტივებს ელოდებიან.

აღნიშნულ ფესტივალზე ქალთა კამერული გუნდი ერთხელ უკვე იმყოფებოდა 2012 წელს და სწორედ ეს გასტორლი და ფესტივალში მონაწილეობა გახდა საწინდარი შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ ჯერადაც კვლავ სტუმრობის მიზეზი.

ფესტივალი 2003 წელს „UNESCO“ აღიარა არამატერიალური კულტურის ელემენტად(ძეგლად).

გასტროლის მსვლელობისას ლატვიის დედაქალაქში დაგეგმილია ოთხი კონცერტი მათ შორის ორი საკონკურსო და ორი სოლო, ასევე კამერული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საზეიმო მსვლელობაში და არასაკონცერტო დღეს იგეგმება შეხვედრა, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფთან, ასევე ქართულ სათვისტომოსა და საელჩოს წარმომადგენლებთან.

რეპერტუარი ძირითადად აგებულია ქართულ საგუნდო კლასიკაზე: ი.კეჭაყმაძე, ო.თაქთაქიშვილი, ი.ბარდანაშვილი, ჯ.ბეგლარიშვილი, გ.ყანჩელი, რ.ხორავა, ასევე რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული საგალობლები და ქორალური ტიპის საგუნდო ნაწარმოებები.


დამატებით ინფრომაციისთვის: 591 712 027 / 555 366 399;  www.dziesmusvetki.lv

    ღონისძიებები

    კოლექტივები