ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ახლადრეაბილიტირებული საზაფხულო თეატრი დაათვალიერა

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ახლადრეაბილიტირებული საზაფხულო თეატრი დაათვალიერა
  7 აპრ.  12:00
2022
  საზაფხულო თეატრი
  დასწრება თავისუფალია
×

არჩილ ჩიქოვანმა, ვიცემერ ლევან დავითაძესთან და მერის მოადგილე სოფო ხალვაშთან ერთად, ახლადრეაბილიტირებული საზაფხულო თეატრის შენობა დაათვალიერა.

საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით და რეაბილიტაციის მსვლელობისას გაწეული ღვაწლისთვის ბათუმის მერმა კულტურის ცენტრის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

საიუბილეო თარიღები:

50 წელი შეუსრულდა ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბათუმის“ მუსიკოსს ედნარ აბულაძეს.

55 წელი შეუსრულდა ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბათუმის“ მუსიკოსს ელგუჯა ჯინჭველეიშვილს.

70 წელი შეუსრულდა ბათუმის კულტურის ცენტრის ჯაზ ბიგ-ბენდის კურატორს ილია ესიტაშვილს.

ნაყოფიერი პროფესიონალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მადლობის სიგელი გადაეცა.

მიხეილ (დათო) გოგიტიძე - სცენის ტექნიკური ჯგუფის უფროსი.

იური ხაბაზი - სცენის მთავარი მექანიკოსი.

ვახტანგ ნარსია - სცენის გახმოვანების მთავარი რეჟისორი.

მამუკა ჯღარკავა - სცენის განათების რეჟისორი.

გიორგი გვაზავა - სცენის მემონტაჟე.

მირზა კილაძე - სცენის მემონტაჟე.

ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორმა ირაკლი შაფათავამ სტუმრებს განახლებული თეატრის შენობა დაათვალიერებინა და დეტალურად წარუდგინა მათ ყველა ჩატარებული სამუშაოები.

სრულად მოხდა საზაფხულო თეატრის დაზიანებული ფასადის აღდგენა, გასუფთავება, გალაკვა.

სრულად მოხდა შენობაში არსებული ღიობების შემინვა, ევრო გაღების მექანიზმის მქონე ფანჯრებით.

მოხდა დაზიანებული იატაკის აღდგენა შეღებვა და ნაწილობრივ ხალიჩის დაგება.

შენობა ადაპტირდა შშმ პირთათვის.

სცენაზე მოხდა საორკესტრო ორმოს დახურვა, რაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი ფუნქციურად გამოყენება.

მოხდა სცენის იატაკის მოხვეწა, გასუფთავება და მაღალხარისხიანი სპეციალური საღებავით შეღებვა.

სცენის მიმდებარედ დაემატა ორი ახალი საგრიმიორო.

სრულად განახლდა სცენის ჩასმულობა, როგორც მთავარი ფარდის, ასევე კულისების და გახდა ავტომატიზირებული, სადაც ახალი მექანიზმის საშუალების ხდება მისი გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით საჭიროების შესაბამისად.

განახლდა განათებისა და გახმოვანების აპარატურა, გაუმჯობესებული რესურსის მქონე აპარატურით.

დამონტაჟდა ახალი სახანძრო უსაფრთხოების სისტემა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.

გამონტაჟდა შიდა და გარე პერიმეტრზე, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

თეატრის სახურავზე ნაწილობრივ შეიცვალა/შეკეთდა თუნუქის ფირფიტები.

ახლადრეაბილიტირებულ საზაფხულო თეატრში ჩატარებული სამუშაოების ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.

არჩილ ჩიქოვანი - უკვე დავასრულეთ ბათუმის საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია, რომელიც უმშვენიერესი ზღვისპირა ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. სულ მალე, როგორც ბათუმელები, ასევე ქალაქის სტუმრები შეძლებენ განახლებულ თეატრში, ახალ გარემოში საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებსა და კონცერტებზე დასწრებას.

    ღონისძიებები

    კოლექტივები