ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული
  12 მაისი  12:00
2022
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა, ქალაქ ბათუმის მერიის და ბათუმის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ონლაინ-სემინარი (სემინარზე დასასწრებად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ლინკი: https://bsu-edu-ge.zoom.us/j/4662109382). 

სემინარზე მომხსენებლები: ოთარ გოგოლიშვილი - ბათუმის ალექსანდრე ნეველის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის ისტორიიდან, (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი) 

ნაილე ჩელებაძე - ქრისტიანობის კვალი ეთნოგრაფიულ დიდაჭარაში (ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) 

ნაილე მიქელაძე - ისტორიული რეალიები დიდაჭარიდან (ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი) 

ტარიელ ებრალიძე, ნარგიზ სურმანიძე, ლაშა ასლანიშვილი - შუა საუკუნეების საეკლესიო ნაგებობანი ზემო აჭარაში (ტარიელ ებრალიძე - ბსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორი, ნარგიზ სურმანიძე - ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, ლაშა ასლანიშვილი - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების ხელმძღვანელი) 

*** 

სემინარამდე ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაიმართა პანაშვიდი, ანდრია პირველწოდებულულის შემოსვლის დღესასწაულთან და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრობასთან დაკავშირებით. დამსწრე საზოგადოებისთვის დღესასწაულების მნიშვნელობაზე, ქრისტიანობის როლზე საქართველოში, სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში, ისაუბრეს: ბატონებმა ოთარ გოგოლიშვილმა და როინ მალაყმაძემ. შეხვედრას ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები და ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. პანაშვიდზე საგალობლები შეასრულა ბათუმის კულტურის ცენტრის ხალხური სიმღერების ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა.

    ღონისძიებები

    კოლექტივები