ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
  1 ივნ.  12:00
2022
  ცენტრალური პარკი / დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორია
  დასწრება თავისუფალია
×

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ პარკსა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება: 

 

12:00 - 19:00 საათი

ინსტალაციებით მორთული პარკი, საბავშვო თამაშები, კოსტიუმირებული ანიმატორები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა.

წიგნის კუთხეში საბავშვო ლიტერატურის გამოფენა. 

საბავშვო ნახატების გამოფენა.

ზღაპრის გმირები (კოსტიუმირებული მსახიობები - დისნეი, ჯამბაზები, ოჩოფეხები, მეკობრე და სხვა.

ბავშვებს შეეძლებათ გართობა ხეზე მოწყობილ სპეციალურ ვერანდაზე, დასვენება ჰამაკებში.

სამახსოვრო ფოტოების გადაღება სპეციალურად მოწყობილ, მულტფილმების გმირების ნახატებისგან დამზადებულ სტენდებთან.

ბავშვებს შეეძლებათ ისარგელონ გიფის აპარატით, რომელიც იქნება სპეციალურად საბავშვო დიზაინით შეფუთული.

სახეზე მოხატვა უწყვეტად დღის განმავლობაში

 

14:00 - 21:00 საათი

სპეციალურად ამ დღისათვის მოწყობილ სცენაზე გაიმართება ბათუმში მოქმედი ბავშვთა მუსიკალური/ქორეოგრაფიული ცენტრებისა და სტუდიების მონაწილეობით ბავშვთა გასართობი კონცერტი:

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ჰანგები“

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ლალე’

სტუდია „ბასტი-ბუბუ“

ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა“

სტუდია „ზღვის შვილები“

სტუდია „ჯადოსნური მიკროფონი“

ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბაკური’

სტუდია „ჰარმონია“

    ღონისძიებები

    კოლექტივები