ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

#ბათუმობა_2023

#ბათუმობა_2023
  29 აპრ.  12:00  -  29 აპრ.  21:00
2023
  ბათუმის ბულვარი, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ
  დასწრება თავისუფალია
×

ქალაქ ბათუმის მთავარი დღესასწაული #ბათუმობა_2023  

"ბათუმობა 2023" თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების #135_წლისთავს_მიეძღვნება

 

ძირითადი ღონისძიებები გაიმართება ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ

საზეიმო განწყობის შესაქმნელად ღონისძიებების გასამართი ლოკაციები, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები და წრიულები მორთული იქნება, ბათუმის თემატიკით დაბრენდილი ბანერებით, ფერადი დროშებით, ალმებითა და ყვავილებით

,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“–ს სასეირნო მატარებელი სასულე ორკესტრის თანხლებით იმოძრავებს ქალაქის ქუჩებში, დაანონსებს და ბათუმობის სადღესასწაულო ღონისძიებებზე მოიპატიჟებს ბათუმის მკვიდრებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს

სადღესასწაულო ღონისძიებებში ჩართული იქნება სხვადასხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები

აჭარის ა.რ. განათელბის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება თეატრალური პერფორმანსი #აჭარისარქივი100_წლისაა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი სპეციალურად ამ დღისათვის გამართავს წარმოდგენას

,,აჭარის მუზეუმი“ გამოფენს ბათუმთან დაკავშირებულ სამუზეუმო ექსპონანტებს, რაც ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი და ისტორიაა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი დღესასწაულთან დაკავშირებით უფასოდ მოემსახურება ვიზიტორებს.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდჩაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალურად მოწყობილ კუთხეში, წარმოადგენს სხვადასხვა ჯიშის ერთწლიან და მრავალწლიან დეკორატიული მცენარეებს

წიგნის მოყვარულთათვის აჭარის „მწერალთა სახლი“-ს ჩართულობით, სპეციალურად მოწყობილ ლიტერატურულ კუთხეში ბათუმელი მწერლების შემოქმედებაზე, ღონისძიების მონაწილეებს მოუთხრობენ რეგიონში მცხოვრები მწერლები და პოეტები

აჭარის "მხატვართა კავშირის" მიერ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ბათუმელი მხატვრების ნამუშევრები, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნოს ბათუმელი მხატვრების ძველ თუ ახალ ნამუშევრებს

მოწვეული მხატვრები მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ ბავშვთა სახეზე მოხატვას

სპეციალურად მოწყობილ დახლებსა და ჯიხურებში ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ, როგორც ხალხური რეწვის ნიმუშებს, ასევე ხელნაკეთ ნივთებს

ღონისძიების მონაწილეებს აქვე შეეძლებათ დააგემოვნონ ქართული ტრაციციული კერძები და სასმელები

სპეციალურად მოწყობილ ეკრანზე ნაჩვენებ იქნება სხვადასხვა წლებში ბათუმში და ბათუმზე გადაღებული დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმებიდან კადრები

ბათუმში და ბათუმზე გადაღებულია არაერთი ცნობი ფოტოგრაფის მიერ ფოტო კადრები, რაც კარგად ასახავს ჩვენი ქალაქის ისტორიას და დღევანდელ მდგომარობას. სპეციალურად მოწყობილ ხეივანში წარმოდგენილი იქნება ყველა ეს ფოტო ნამუშევარი

სხვადასხვა ლოკაციაზე განლაგებულ იქნება ქართული და ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების ნაციონალური სამოსის თემატიკაზე შექმნილი სტენდები, სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად

ბათუმის სპორტული ცენტრი სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე წარმოადგენს სხვადასხვა სპორტის სახეობებს მათ შორის: ბადმინტონს, ტექბოლს, ხრიდოლს და ქართულ ჭიდაობას

საზეიმო ვითარებაში მოხდება ბათუმის თვითმართველობის მიერ დაწესებული საპატიო წოდებების მინიჭება იმ პირებზე, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ბათუმის ისტორიაში, განავითარეს და თავიანთ შემოქმედებით სფეროში შექმნეს ბათუმელი თაობების ეპოქა

 

* * *

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქალაქის კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობის წარმოჩენას

მაყურებლების წინაშე წარსდგებიან ბათუმის კულტურის ცენტრისა და ბათუმში მოღვაწე საქვეყნოდ ცნობილი სხვდასხვა შემოქმედებითი კოლექტივები, ბათუმელი და მოწვეული სოლო შემსრულებლები

დაგეგმილი ღონისძიებები მორგებული იქნება ყველა თაობის ადამიანებისათვის და სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი, როგორც ადილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისათვის.

 

კულტურული ღონისძიებები

12 საათი - ბულვარის კოლონადები – ,,კლასიკური და თანამედროვე მუსიკა“

სასულო ორკესტრი (ბათუმის კულტურის ცენტრი)

,,ჯაზ ბიგ ბენდი“ და კვარტეტი (ბათუმის კულტურის ცენტრი)

 

14 საათი - საზაფხულო თეატრის წინ(მთავარი სცენა) - ,,ქართული ფოლკლორის კონცერტი“

ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალუი ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი“

აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,, არსიანი”

ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი (ბათუმის კულტურის ცენტრი)

ვოკალური ანსამბლი (ბათუმის კულტურის ცენტრი)

აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ხორუმი“

აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი“

 

19 საათი - საზაფხულო თეატრის წინ(მთავარი სცენა)

მიუზიკლი ,,Mamma Mia” დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა

 

21 საათი - საზაფხულო თეატრის წინ(მთავარი სცენა) ,, გალა კონცერტი“

ბათუმელი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებელი - საღამოს წამყვანი და რეჟისორი არჩილ სოლოღაშვილი

ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით

 

სადღესასწაულო ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით

    ღონისძიებები

    კოლექტივები