ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

საქართველოს კულტურის დღეები პეზაროში(იტალია)

საქართველოს კულტურის დღეები პეზაროში(იტალია)
  12 მაისი  12:43  -  17 მაისი  12:00
2023
  ქ.პიზარო(იტალია)
  დასწრება თავისუფალია
×

ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები ქალაქ პეზაროში 

საოპერო სიმღერის საერთაშორისო აკადემიის „რენატა ტებალდი და მარიო დელ მონაკო“, სამხატვრო ხელმძღვანელი, მაესტრო ნინო ლეჟავა იტალიაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, რომელიც წარმოდგენილია ელჩის, მისი აღმატებულება კონსტანტინე სურგულაძის სახით, ერთობლივად აწყობენ „საქართველოს კულტურის დღეებს პეზაროში“ 

ქალაქი პეზარო, როგორც „იუნესკოს კრეატიული მუსიკის ქალაქი“ და „იტალიის კულტურული დედაქალაქი 2024“, არის ყველაზე პრესტიჟული ადგილი ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს სამ ინიციატივას: ქართული ფოლკლორის კონცერტი, ფერწერული და სკულპტურების გამოფენა, ასევე ტიპიური წარმოების ღვინის დეკუსტაცია.

„საქართველოს კულტურის დღეები პეზაროში“ მონაწილეობას მიიღებს ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები: ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალუი ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი“, ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი და ვოკალური ანსამბლი.

#კონცერტები_გაიმართება

14 მაისს პეზაროს როსინის თეატრის სალა დელა რესპუბლიკაში

16 მაისს პეზაროს სან ჯოვანის ეკლესიაში 

    ღონისძიებები

    კოლექტივები