ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
  1 ივნ.  12:00
2023
  ბათუმის ცენტრალური პარკი, დელფინარიუმის მიმდებარედ
  დასწრება თავისუფალია
×

ღონისძიებები გაიმართება ბათუმის ცენტრალური პარკში, დელფინარიუმის მიმდებარედ

12 საათიდან - შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, 

სახეზე მოხატვა, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, თამაშები ე.წ. ნაფეხურებზე, გემზე, გვირაბებში. დელფინარიუმის მიმდებარედ განთავსდება ხის საბავშვო სახლი (კაფე) შესაბამისი მოწყობილობებით. მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო თამაშებს უზრუნველყოფს 15-მდე კოსტიუმირებული ანიმატორი (თამაშები: კლასობანა, ლახტი, შვიდქვობანა, ბოულინგი, წრეში ბურთი, რეზინობანა, ჯენგა და ა.შ.).

სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ - დისნეი, ჯამბაზები, ჭადრაკის თემატიკა, ოჩოფეხები, მეკობრე და სხვა ზღაპრის გმირები.

ლოკაციაზე განთავსდება სცენა, დაიდგმება ორმხრივი შესასვლელი თაღი. ტერიტორია მოირთვება სადღესასწაულოდ: ბრენდირებული და ვერტიკალური ალმებით, დიდი ზომის ბურთებით. ერთ–ერთი ხის ირგვლივ მოეწყობა ვერანდა ასასვლელი კიბით, ჩამოსაკიდებელი თოკებით. ბავშვების გასართობად, სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად ტერიტორიაზე განლაგდება 10 სხვადასხვა მულტფილმების გმირების სტენდები, ფოტოსტენდები ოთახის, კოქტეილის ჭიქის, ჯიხურის, გემის იმიტაციით

12 საათიდან 18 საათამდე
- საბავშვო კონცერტი (ბათუმში მოქმედი საბავშვო სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით).
18:30 სთ - ,,რანინა“-ს კონცერტი

მის: ცენტრალური პარკი, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორია.

    ღონისძიებები

    კოლექტივები