აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა და მუსიკოსთა ლიგის ყოველწლიურ კონცერტში თავიანთი საკონცერტო პროგრამით წარსდგა ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი, ვაჟთა და ქალთა ვოკალური ანსამბლი და ქართულ ხალხურ საკრავიერ ინსტრუმენტალისტთა ტრიო.
კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლებს ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან. ამჯერადაც მათმა შესრულებულმა საკონცერტო ნომრებმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.