ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

საიუბილეო საღამო

საიუბილეო საღამო
  23 თებ.  16:00
2017
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

კულტურის ცენტრში მოეწყო ჯაზ ბიგ-ბენდის მუსიკოსის გურამ ჩიხლაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა. იგი თავისი ხანგძლივი შემოქმედებითი საქმიანობით, პროფესიონალიზმით თითქმის შეუცვლელი გახდა, დღესაც ფორმაშია და თავისი წვლილი შეაქვს ბენდის მხატვრული დონის ამაღლებაში. მეგობრებმა, კოლეგებმა გაიხსენეს მისი საქმიანობა აჭარის ფილარმონიაში, მოეფერნენ, იხალისეს. დირექციამ გურამ ჩიხლაძე საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

23 თებერვალს, ასევე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ელგუჯა ჯინჭველეიშვილი. იგი ქართული ხალხური ინსტრუმენტალისტთა ტრიოს წევრია. თავის თავზე ყოველდღიური მუშაობით აიმაღლა ოსტატობა და დღეს არაერთი ღონისძიების და კონცერტის მონაწილეა.

ცენტრის ხელმძღვანელობამ, ადმინისტრაციულმა პერსონალმა ელგუჯა ჟინჭველეიშვილს მიულოცეს დაბადების 50 წლისთავი და ახალ–ახალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს.

    ღონისძიებები

    კოლექტივები