ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილე

ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილე
  24 აპრ.  18:00  -  28 აპრ.  22:00
2017
  სხვადასხვა ლოკაცია
  დასწრება თავისუფალია
×

საქართველოში სხავადასხვა აქტივობებით აღინიშნება ამერიკის დღეები, რომელიც ეძღვნება ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს(24 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს საინფორმაციო გამოფენითა და კონცერტით დასრულდება). ამ აქციაში ჩაერთო ბათუმის კულტურის ცენტრიც. ბათუმის ბულვარი ხომ ამერიკა-საქართველოს კულტურული ურთიერთობის მექაა. სწორედ აქ იმართება ჯაზის საერთაშორისო ყოველწლიური ფესტივალები. მასში მონაწილეობენ ქართველი და მსოფლიოში სახელგანთქმული ჯაზმენები. სწორედ ამის გათვალისწინებით საპატიო სტუმრებს კულტურის ცენტრის ჯაზ ბიგ ბენდი ამერიკული მუსიკით შეხვდა.

კონცერტს დაესწრნენ ქ. ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, მაყურებელთა რიგებს შეურთდა დამსვენებლები, ტურისტები. სტუმრებს მიესალმა კულტურის ცენტრის პიარ-მენეჯერი ლევან წულუკიძე.

    ღონისძიებები

    კოლექტივები