აჭარის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, პროფესორს, სიმებიანი კვარტეტის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს თემურ შალვაშვილს 70 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, თემურ შალვაშვილს მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიებას ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა დაესწრნენ.
საიუბილეო საღამო კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, ქალთა კამერულმა გუნდმა, სიმებიანმა კვარტეტმა, ისტრუმენტალისტთა ტრიომ, ვეტერანთა ანსამბლმა, ქალთა და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლებმა გააფორმა.