დღეს მთელი საქართველო ღრმა მწუხარებით იხსენებს იმ ტრაგედიას, რომელიც დატრიალდა ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ერთი წლის წინ.
ამ მძიმე დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამღვდელოება და რიგითი ბათუმელები შეიკრიბნენ, რათა პატივი მიეგოთ დაღუპული თანაქალაქელების ხსოვნისათვის.
გადაიხადეს პანაშვიდი, მიუსამძიმრეს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ხოლო ბათუმის კულტურის ცენტრის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა საგალობლები.