ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

9 აპრილი მწუხარებისა და სიამაყის დღე . . .

9 აპრილი მწუხარებისა და სიამაყის დღე . . .
  9 აპრ.  12:00
2023
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

დღეს მთელი საქართველო მწუხარებითა და სიამაყით აღნიშნავს 9 აპრილს, როგორც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს და პატივს მიაგებს იმ ადამიანების ხსოვნას ვინც თავი შესწირა ამ დღეს.

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბა ქალაქის საზოგადოება, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ხელოვანები და რიგითი მოქალაქეები.

მემორიალი თაიგულებითა და ყვავილებით შეამკეს კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა, ხოლო კულტურის ცენტრის ხალხური სიმღერის ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი და საგალობლები.

    ღონისძიებები

    კოლექტივები